რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს.

ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს. ეტაპირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატებს არც ამჯერად მიაწოდეს. ნიკა გვარამია მასთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამითვე ჩავიდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მას ამის უფლება არ მისცეს.

ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. გვიან ღამით დაწესებულების ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. დილით ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებიც მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი