
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი სამედიცინო კომისია შეუშვან:
"საქართველოს მთავრობა.
შეუშვით მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი სამედიცინო კომისია.
დაუშვებელია ადამიანის გადაყვანა კლინიკიდან უკან ციხეში,თუ ის ბოლომდე არ არის განკურნებული.
მარტივი და გასაგებია.
ის იმიტომ ჩამოვიდა რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და იჯდება იმდენი ხანი,სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს !" წერს გიორგი რურუა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გვიან ღამით რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს იმის მიუხედავად, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი რეაბილიტაციის პროცესი არ დასრულებულა.
ეტაპირებიდან მხოლოდ 9 საათის შემდეგ გაავრცელა პენიტენციურმა პირველი განცხადება და ამტკიცებს, რომ გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა "კანონმდებლობის სრული დაცვით" მოხდა.