"მთავარი არხის" ინფორმაციით, ექიმი რომელმაც ხელი მოაწერა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერას, შვებულებაში იმყოფებოდა და სამსახურში ის სპეციალურად ამისთვის გამოიძახეს.
ხელმომწერი ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილია, რომელიც შვებულებიდან ჩვენი ინფორმაციით, ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და სახელისუფლებო პირების მოთხოვნით გაიყვანეს.
ჯეირანაშვილი "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია.
იხილეთ ასევე:
მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილებას ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს