მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილებას ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს ძალიან სუსტად გრძნობს, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და ის შესახვედრად ორმა ბადრაგმა ჩაიყვანა.

მისი თქმით, წამების გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ გზაში მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, თუ ცუდად გახდებოდა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

"[ეტლით გადაყვანა] არის ლაკმუსის ქაღალდი, იმის დამადასტურებელი, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილებები გაწერის თაობაზე, ეს არის რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური, პროპაგანდისტული გადაწყვეტილებები, ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების ნარატივი, რომ ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს მე-12 დაწესებულებაში", - თქვა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, 27 დეკემბერს მიღებულ ფორმა 100-ს ხელს აწერს ექიმი ნინო გოგორიშვილი, ხოლო 30 დეკემბერს შედგენილს კი ალექსანდრე ჯეირანაშვილი, თუმცა არც ერთი მათგანი რეალურ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასახავს. 

რა ვითარებაში და როგორ გადაყვანეს მიხეილ სააკაშვილი გორიდან რუსთავში, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. პირველი განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა. მან ისაუბრა მუქარაზეც და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვის "ცუდად გახდომის შემთხვევაში," გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით დაემუქრნენ, ანუ იქ, სადაც ის აწამეს და სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულამდე დაეცა.

იხილეთ ასევე:

გლდანის ციხეში გადაყვანის მუქარა - ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი