შევეცდები მისი ინტერესების დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც - მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ხდება

გამოქვეყნდა:

იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რა ფორმით და როგორ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში.

მშვენიერაძე მესამე პრეზიდენტის უფლებებს სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს. მშვენიერაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი მიეღო მისი იურიდიული დახმარება:

"დღეიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეებში, რომლებიც მის მიმართ არის, გარკვეულ ნაწილში, ეს ნაწილი დაკავშირებულია მის მიმართ არაადამიანურ და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ნაწილთან და ასევე ზოგადად, მის მიმართ წარმოებულ მართლმსაჯულებასთან, რომელიც ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, შევეცდები მისი ინტერესების დაცვასაც, როგორც ქვეყნის ასევე საჭიროების შემთხვევაში გარეთაც.

ბატონ მიხეილ სააკაშვილს გქონდა სურვილი, ერთმანეთს შევხვედროდით და გვესაუბრა ამ თემებზე. მას ჰყავს ძალიან კარგი ჯგუფი იურისტების, რომლებიც მაღალი ხარისხის იურიდიულ დახმარებას უწევენ, თუმცა ვიცით, რომ საქმეების სიმრავლე, ასევე სხვადასხვა სპეციფიური საკითხები ყოველთვის მოითხოვს მეტ რესურსს და ამიტომ მათთან ერთად სიამოვნებით ჩავერთვები ამ პროცესში. 

ეს იყო მისი სურვილიც და მეც იმ ნაწილებში, რომლებზეც ვისაუბრეთ დავთანხმდი იმიტომ, რომ ცხადია ყველა საქმეს ფიზიკურად ვერ გავწვდებოდი, თუმცა ეს კომპონენტები დღეს ვფიქრობ, რომ მის მიმართ ყველაზე მწვავედ დგას ჩვენი სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე" განაცხადა მშვენიერაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.

გიორგი მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დღეს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი