"მთავარმა" დაადგინა, რომ მესამე პრეზიდენტის გაწერაზე ხელი სამხედრო ჰოსპიტლის ნევროლოგიური განყოფილების გამგემ მოაწერა. ექიმი ჯეირანაშვილი ახლა მედიას ემალება და ბოლო 24 საათია სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.
სად იმყოფება ჯეირანაშვილი, არც მისმა თანამშრომლებმა იციან. გორის სამხედრო ჰოსპიტლის პრესსამსახური კი შეკითხვებზე დუმს.
"მთავარის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გასაწერად, ექიმი ჯეირანაშვილი შვებულებიდან საგანგებოდ გამოიძახეს