24 დღე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან - რა მდგომარეობაშია საქართველოს მოქალაქე უცნობია, რადგან მისი მონახულების საშუალება წითელ ჯვარსაც არ ეძლევა.
დღეს, ჩხიკვაძის ყოფილი თანამებრძოლები და ახლობლები გორის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. ისინი სუს-ის შიდა ქართლის განყოფილებასთან მოითხოვენ, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან დასახსნელად.
ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" შეუფარდეს. ჩხიკვაძეს არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებიან.
ამავე თემაზე:
რუსეთმა გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეზე ინფორმაციის მისაწოდებლად სტრასბურგს დამატებით ვადა სთხოვა