ბარიერზე გაკრულია ბადე, კარებიც დაკეტილია - რუსთავის ციხემ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გაართულა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გარეგნულად არ გამოიყურება დამაკმაყოფილებლად, არი სუსტადა და გადაადგილებაშიც შეინიშნება ხარვეზი.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, მასთან შეუშვას საერთაშორისო ექსპერტები, ექიმები რომლებიც შეაფასებენ მის მდგომარეობას, მათ შორის ნევროლოგიურს.

რაც შეეხება შეზღუდვებს, დეკანოიძის ინფორმაციით, იმ ბარიერზე, რომელიც ბოლოს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იყო, ახლა ბადე გააკრეს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი და წერილების გაცვლა, გართულებულია.

ახლა ამ ბარიერზე გაკრულია ბადე, კარებიც დაკეტილია და არავითარი საშუალება კორესპონდენციის გაცვლის, გარდა იმისა,რომ  ის გავა, ეს კორესპონდენცია ავიღო, არ არის - ამბობს დეკანოიძე

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, დეკანოიძის თქმით, ექნებათ აქტიური კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კომისიის მხარდაჭერაზე.

იხილეთ ასევე:

თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, შევალთ პარლამენტში - დეკანოიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი