"განცხადება იმის თაობაზე, რომ თავებს დაითვლიან 20 ივნისს და ა.შ. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა", - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც, ირაკლი კობახიძემ „გავრილოვის სისხლიანი ღამიდან“ ერთი წლის თავზე გასამართ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პარლამენტთან მხოლოდ 200 ნაციონალი მივა და „თავების დათვლაც“ შესაძლებელი იქნება.
20 ივნისის ხსენება მათთვის არის შემახსენებელი იმ ძალადობისა და უსამართლობის, რომელსაც ჩადიოდნენ მთელი რვა წლის განმავლობაში, ამიტომ უფრთხიან. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების რაოდენობას, რომლებზეც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სახე, - ამბობს რომან გოცირიძე.