ამერიკულმა კომპანია Apple-მა ახალი რეკორდი დაამყარა - ის პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ფირმის აქციების ფასი გაიზარდა დაახლოებით 5 800%-ით მას შემდეგ, რაც თანადამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წელს პირველი iPhone წარმოადგინა.
2022 წლის პირველი ვაჭრობისას ამერიკულ ბირჟაზე კომპანიის ერთი აქციის ფასმა 182.88 დოლარი შეადგინა და მიუხედავად იმისა, რომ დღის ბოლოს ეს რიცხვი შემცირდა, სარეკორდო მაჩვენებელის დაფიქსირებამ Apple რეკორდსმენად მაინც აქცია.
მისი უახლოესი მდევარი კომპანია "მაიკროსოფტია", რომლის ღირებულება 2.5 ტრილიონს შეადგენს, მესამე ადგილზე კი ერთდროულად სამი კომპანიაა - "ამაზონი", "ალფაბეტი" და "ტესლა". თითოეული მათგანის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია.