შეიძლება არც იყოს ცუდი და ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნაზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ, შეიძლება, ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

კობახიძე ამბობს, რომ კომისიის შექმნით დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.

"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას - ადვოკატი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი