ორჯერ 200, ან სამჯერ 200 რომ აღმოჩნდეს, შემდეგ თავების გადათვლას რას დაარქმევს კობახიძე - ბესელია

გამოქვეყნდა:

"იმდენად არ განვიხილავ სერიოზულ კონტექსტში, ორჯერ 200, ან სამჯერ 200 რომ აღმოჩნდეს, შემდეგ თავების გადათვლას რას დაარქმევს კობახიძე", - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსთაველზე "200 ნაციონალი" მივა.

ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადების სერიოზულ კონტექსტში აღმა შეუძლებელია. მისივე თქმით, რეალური პასუხისმგებლობა, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, სწორედ კობახიძესა და "ოცნებას" ეკისრება.

სერიოზულად, რომ ვისაუბრო, 20 ივნისს, არ შევხედავდი მის ადგილას ასე ირონიულად, იმიტომ, რომ ეს არის ის დღე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლო ქმედებამ, მისმა გაუაზრებელმა ქმედებამ მართლაც ცეცხლის ალში გაახვია იმ დღეს და კინაღამ ქვეყანაში მართლაც გამოიწვია უმძიმესი პოლიტიკური რყევები და ამ პასუხისმგებლობას ერთი წლის თავზე ხელისუფლება უნდა იაზრებდეს, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი