"მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში არ იმყოფება" - გატაცებულის მეგობრები რეაგირებას ითხოვენ 

გამოქვეყნდა:

"მამუკა ჩხიკვაძე არ არის ცხინვალის ციხეში" - ინფორმაციას "მთავარ არხს" გატაცებული სამხედროს ყოფილი თანამებრძოლები აწვდიან, რომლებიც ოკუპირებული ქალაქიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 40 წლის მამაკაცი საპატიმროში არ იმყოფება.

სად გადაიყვანეს საოკუპაციო ძალებმა ყოფილი სამხედრო, რომელსაც არარსებული საზღვრის კვეთასთან ერთად კონტრაბანდას ედავებოდნენ დაუდგენელია, მისი მეგობრები რეაგირებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

"თუ აქამდის ვითხოვდით, რომ მარიონეტულ რეჟიმს გაევრცელებინა მამუკა ჩხიკვაძის დაკითხვის, ან დაკავების კადრები, ახლა უკვე ლოგიკური ეჭვი არსებობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის საპატიმროში საერთოდ არაა. ამას გვიდასტურებს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომ მამუკა ჩხიკვაძე ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში არ იმყოფება. რამდენად სწორია და თუ ეს ტყუილია, მაშინ მარიონეტულმა რეჟიმმა უნდა გაავრცელოს მამუკა ჩხიკვაძის დაკავების, დაკითხვის, ან ამდროინდელი მდგომარეობის კადრები" ამბობს გიორგი კასრაძე 

ჩხიკვაძის თანამებრძოლები არ გამორიცხავენ რომ ის გადაყვანილია ვლადიკავკაზში სამკურნალოდ, რადგან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მათი ვარაუდით, ჩხიკვაძე რუსეთში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სტრასბურგმა ოკუპანტ სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება დაავალა 4 იანვრისთვის, რუსეთმა კი 20 დღით ითხოვა ვადის გახანგრძლივება.

სუს-ის ინფორმაციით კი ევროკავშირის ცხელი ხაზიდან მიღებული ცნობით, ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეშია.

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" შეუფარდეს. ჩხიკვაძეს არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებიან.

იხილეთ ასევე:

ჩვენი ინფორმაციით, ნაწამებია, სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს - სამხედროები ჩხიკვაძეზე
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი