
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არც ჰოლანდიელ ექიმს მისცეს. მისი თქმით, მას ბილეთი 2 იანვარს უკვე აღებული ჰქონდა, თუმცა ქართული მხარის პასუხი დღემდე არ იცის.
"2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს, ფსიქო-ნევროლოგს ჰქონდა უკვე ბილეთი აღებული და ის ელოდებოდა თბილისიდან დასტურს იმასთან დაკავშირებით, რომ მას მისცემდნენ შესაძლებლობას შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით.
მასთან ვერც პირადი ექიმი ვერ შედის. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დ მე ვფიქრობ ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა", - თქვა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თავადაც ითხოვთ, რომ მისი მონახულების საშუალება პირად ექიმს და კონსილიუმს მისცენ. მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, ექიმები მესამე პრეზიდენტთან არ ყოფილან.
იხილეთ ასევე:
მიხეილ სააკაშვილთან ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევა