მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

როგორც ირკვევა მესამე პრეზიდენტი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამას წერს და დეტალების გასავლელად ხვალ დეპუტატ რომან გოცირიძეს ელოდება. ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აწუხებს ხალხის სიდუხჭირე და სწორედ ამ ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. 

"პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისაკენ არის მიმართული. იმ საკითხებით არის მოცული მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ  23 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა "დასავლური მანიფესტი" გაავრცელა, სადაც გადმოცემულია, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ სვლა 2022 წლიდან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი