"ოცნებამ" შესაძლოა საგამოძიებო კომისიას მხარი დაუჭიროს - კონსულტაციები გრძელდება  

გამოქვეყნდა:

შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის კიდევ ერთხელ გაერთიანებას? ეს საკითხი დღის წესრიგის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა ხდება. ახალი გაერთიანების მიზანი კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად დეპუტატების 50 ხმა არის საჭირო - ამდენი ოპოზიციონერი პარლამენტში ნამდვილად არის, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

გახარიას პარტია პირდაპირ უარს ამბობს კომისიის შექმნაზე, "გირჩებმა" უკვე საკუთარი პირობები წამოაყენეს - კონსულტაციები სხვა ლიდერებთან უკვე მიმდინარეობს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ საკითხზე ქართული ოცნების პოზიცია. უმრავლესობამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს ინიციატივას.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი უნდა გამოიძიოს, თავად მესამე პრეზიდენტი გამოვიდა. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ერთადერთი ბერკეტი სწორედ დროებითი საპარლამენტო კომისიაა. 
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი