ეს კორონამოშიში მილიარდერის მოთხოვნაა, გახარია ადრე ასეთ ტექსტებს ერიდებოდა - დავით ბერძენიშვილი

გამოქვეყნდა:

ტოქსიკური ოპოზიცია, რომლის დღის წესრიგიდან შინაარსობრივი პოლიტიკური დისკუსია გაქრა და ახლა პროპაგანდით არის დაკავებული - ასე აფასებს გიორგი გახარია თავის ოპონენტებსა და წინასაარჩევნო გარემოს.

 ოპოზიციის მოსაზრებით, ეს არის წინასწარ, პარტიის ოფისში შემუშავებული წინასაარჩევნო მესიჯბოქსი და გახარიას და ოცნების სხვა ლიდერებს ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას ბიძინა ივანიშვილი ავალდებულებს. 

ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს, ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მთლიანად იყო აწყობილი დემონიზაციაზე ოპოზიციის და ვნახეთ, რა პოლიტიკური ფასი დაუჯდა ამ არჩევნების შედეგების გაფორმება მისთვის სასურველი შედეგით.  - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ შემდეგ არჩევნებზე მთავრობას აღარ რჩება შანსი იგივე მეთოდებით გაიმარჯვოს და ამიტომ გადმოდის თავდასხმის რეჟიმზე

არ უნდა წუხდეს ბატონი გახარია ოპოზიციის ტოქსიკურობაზე, მის ადგილას, ის უნდა წუხდეს იმაზე, რა მოელის პერსონალურად, პოლიტიკურად მას, ნებისმიერ წამს, როდესაც ივანიშვილი გადაწყვეტს მის მოშორებას და ეს არის არანორმალური ასპექტი ჩვენი დემოკრატიის, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

ქართული ოცნება არ ცდილობს გაიგოს, რომ რას ნიშნავდა კელი დეგნანის ვიზიტის მნიშვნელობა და ეს მისი პრობლემაა, ამბობენ ოპოზიციაში. 

IQ ძალიან მაღალი არ აქვთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აი კორონამოშიში, სამი თვე რომ არ გამოჩენილა ქვეყნის ხელისუფალი მილიარდერის მოთხოვნა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადეკვატურად იქცევა ახლა და სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ მის მოთხოვნას აჟღერებს ყველა და როგორც ჩანს, ეს არის აუცილებელი პირობა ივანიშვილის ქვეშევრდომად დარჩენისა, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი. 

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის თქმით, გახარია ადრე ერიდებოდა მსგავს ტექსტებს, მაგრამ, მისი აზრით, პრემიერსაც იგივე მოთხოვნა წაუყენეს. მისი თქმით, ხელისუფლება საკმარისად დისკრედიტირებულია იმისთვის, რომ ოპოზიციას გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდეს 2020-ის არჩევნებზე. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი