"თუ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ უნდა შემოუშვან" - ავსტრალიელები ნოვაკ ჯაკოვიჩის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ავსტრალიელები სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯაკოვიჩის წინააღმდეგ - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნოვაკ ჯაკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ის ქვეყანაში არ უნდა შეუშვან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ავსტრალიის ღია პირველობაზე დაშვების წინაპირობაა, რომ ჩემპიონატში მონაწილე ყველა პირი და პერსონალი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს ან გამონაკლისი უნდა მიენიჭოთ ექსპერტთა დამოუკიდებელი კოლეგიის მიერ. არავაქცინირებული პირებისთვის კი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი მოქმედებს.

საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ცნობებმა, რომ ჯაკოვიჩმა, რომლის ვაქცინაციის სტატუსიც უცნობია,  ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად ე.წ. ვაქცინაციის წესებისგან "განთავისუფლების ნებართვა" მიიღო - რის შესახებაც ინფორმაცია ჩოგბურთელმა საკუთარ ინსტაგრამზე სამშაბათს გაავრცელა. 

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგნად აღაირებულმა ჯოკოვიჩმა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში თქვა - "პირადად მე ვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი და არ ვისურვებდი, რომ ვინმემ მაიძულოს აცრა, რათა შემეძლოს მოგზაურობა".

ავსტრალიელები ამბობენ, რომ ეს უსამართლობაა, რადგან მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მოგზაურობა და სხვადსხვა რეგულაციების ქვეშ არიან მოქცეულნი. საზოგადოება ოფიციალურ პირებს, პოლიტიკოსებსა და თავად ჯოკოვიჩს მკაცრად აკრიტიკებს.

"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია ის. თუ ის უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ უნდა შემოუშვან. თუ ეს გამონაკლისი მართალია, ის შემზარავ შეტყობინებას უგზავნის მილიონობით ადამიანს, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ COVID19-ის რისკი საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. ვაქცინაცია გამოხატავს პატივისცემას, ნოვაკ", - დაწერა A&E-ს ექიმმა, სტივენ პარნისმა სოციალურ ქსელში.

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრეიგ ტილიმ განმარტა, რომ ჯოკოვიჩისთვის მინიჭებული გამონაკლისი იგივე სამედიცინო გამონაკლისი იყო და ის პრივილეგიებით არ სარგებლობს. ხოლო ინფორმაცია, რის გამო მიეცა ნებართვა მოქმედ ჩემპიონს კონფიდენციალურია და თავად უნდა გადაწყვიტოს გაასაჯაროებს თუ არა. 

ცნობისთვის, ავსტრალიის ღია პირველობაზე ტურნირი მელბურნში 17 იანვარს იწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი