საგამოძიებო კომისიის მუშაობა კარგად აჩვენებს, რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას - მშვენიერაძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. მან გამოსვლის შემდეგ კომენტარი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა რომ იმის მიუხედავად, რომ ფუჭი მოლოდინი არ აქვს, მაგრამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა კარგად აჩვენებს საზოგადოებას თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

"დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შედის ჩვენს ინტერესებში, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას - ამბობს მშვენიერაძე

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თავს გრძნობს სუსტად, სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე

"მე არ ვარ ექიმი, რომელსაც შეუძლია სამედიცინო თვალსაზრისით დასკვნა დადოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება საკუთარი ექიმებისგან. თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე და სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, რაზეც ხელი არ მიუწვდება" - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ არც მის პირად ექიმს და არც ემპათიას ექსპერტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი