ალმატიში დემონსტრანტები ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმატიში დემონსტრანტები ყოფილი პრეზიდენტისა და ბევრის აზრით ამჟამინდელი ფაქტობრივი მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ.

თხევადი გაზის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალიან სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ პროტესტში და ამჟამად ამბოხებულები უკვე ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.

ალმატიში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენცია შტურმით აიღეს, იწვის ქალაქის მერიის შენობაც.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990-2019 წლებში იკავებდა, შემდეგ კი   გადადგა და თანამდებობა თავის მემკვიდრეს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს დაუთმო.

იხილეთ ასევე:

"რაც არ უნდა მოხდეს, მე დედაქალაქში დავრჩები" - ყაზახეთის პრეზიდენტი 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი