
საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდა მისი თანაგუნდელი, მირდატ ქამადაძე. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან კონკრეტულ გეგმაზე პოზიციები მოისმინა, ხოლო უფრო მეტი დეტალი მომავალში გახდება ცნობილი.
"ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბათუმის პოლიტიკური კრიზისი, ჩვენ ეს საკითხი გვაინტერესებდა, ჩვენი ხედვები და მოსაზრებები გავუზიარეთ. შესაბამისად, მოვისმინეთ მისი პოზიციები, კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით და როგორც აქამდე, დღემდე ჩვეულებრივად ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბრძოლას რომელსაც ჰქვია ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, ცვლილებებისთვის ბრძოლა.
კონკრეტულ გეგმას ბუნებრივია საზოგადოება გაიგებს ამასთან დაკავშირებით", - თქვა მირდატ ქამადაძემ.
მისი თქმით, როგორც ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, ამ შემთხვევაშიც საზოგადოებისთვის ყველაფერი წინასწარ იქნება ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდა ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი პროტესტის უკიდურეს ფორმას ხვალიდან არ მიმართავს.
ამავე თემაზე: