თუ იანვრის თვეში მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ხვალიდან არ დაიწყებს. მისი თქმით, ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას იანვრის თვეში ელოდება.

ადვოკატმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა.

"ჩვენ დღესაც არ გვქონდა საშუალება, რომ გვქონოდა კონფიდენციალური კომუნიკაცია, იყო მყარი ბარიერი აღმართული, კარი იყო ჩაკეტილი და ჩვენ ვერ მოვახერხეთ წერილობითი კომუნიკაციის მიმოცვლა.

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ისევ არ ეძლევათ კომფიდენციალურობის დაცვით შეხვედრის და საუბრის საშუალება. ის "ადვოკატთა ასოციაციას" სთხოვს აღნიშნულზე რეაგირება ჰქონდეთ, რადგან ეს ნებისმიერი უფლებადამცველის პრობლემაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი