კორუფცია ენერგეტიკაში - ენმ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, კონსულტაციებს იწყებს

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის დაიწყებს კონსულტაციებს, რომ შეიქნას კიდევ ერთი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელმაც ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული გარიგებები უდნა შეისწავლოს.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც დეპუტატეს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. 

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს "ლელოს" ინიციატივას ანტიკორუფციულ კომისიის შექმნაზე:

"ელექტროენერგიის ტარიფები, ნამდვილად ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა ამას ხვდება თითოეული ჩვენგანი და ეს არის ჩვენი საზრუნავი ყველა ადამიანის და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის. ამის გარშემო საუბრის დაწყება კოლეგებთან აუცილებელია და ამას აუცილებლად დავიწყებთ. 

გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, პარლამენტში მხარი დავუჭიროთ "ლელოს" მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. ერთ-ერთ მიმართულებად ამ კომისიაში თუ განხილული იქნება და როგორც ვიცი., სხვადსხვა მიმართულებებია, კორუფცია ენერგეტიკაში - ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ მანევრირების საშუალება",- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, სემეკში  უარყოფენ და ამბობენ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ტარიფის ზრდა არ განიხილება.

ამავე თემაზე:

შევქმნათ საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი