გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები - კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ნაყოფიამ რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და დამატებითი კვლევები, თუმცა მასთან ექიმებს არ უშვებენ. მათ შორის პასუხი ამ დრომდე არ აქვთ იმ უცხოელ მედიკოსებს, რომლებიც ელოდებიან ნებართვას მესამე პრეზიდენტთან შესვლის​ - უცხოეთიდან არის რამდენიმე ექიმთან კომუნიკაცია, რომლებიც უნდა შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ არის პასუხი დაუშვებენ თუ არა მათ, ისევე როგორც მის პირად ექიმს - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ის ივანიშვილის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენები და პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობით.

"მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან, ის იძულებული გახდება ისევ მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა "- თქვა კობა ნაყოფიამ. 

მესამე პრეზიდენტი ამჟამად აქტიურად მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.

იხილეთ ასევე:

თუ იანვრის თვეში მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი