
დავით ქაცარავა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეშია და ე.წ. სასამართლოს ელოდება:
"რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ მამუკა ჩხიკვაძე იმყოფება ცხინვალის ციხეში და ელოდება ე.წ. სასამართლოს.
მასთან ერთად საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული კიდევ:
1. ჩხიკვაძე
2. კანიაშვილი
3. ნათაძე4. მეგრელიშვილი
5. გოგიჩაშვილი
6. ხეთერელი
7. ???
8. ???
9. ???
10. ბებუა(სოხუმის ციხე)
ამ სამი უცნობი მოქალაქის ვინაობის და მათი მდგომარეობის გარკვევას ვცდილობთ, შესაძლოა, ისინი უკვე გამოშვებულებიც იყვნენ.
დანარჩენი მოქალაქეების ბედი კი კვლავ გაურკვეველი და საფრთხის შემცველია.
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მათ გადასარჩენად!" წერს ქაცარავა.
შეგახსენებთ, ჩხიკვაძის ადგილსამყოფელის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთში, კერძოდ, ვლადიკავკაზში ჰყავდათ გადაყვანილი.