
სამეგრელოში, პოლიტიკური ნიშნით დატყვევებული ამირან ჯანაშიას და ლექსო რაფავას შვილები ვნახე -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელია, ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები ოჯახებში დაბრუნდნენ.
"სამეგრელოში, პოლიტიკური ნიშნით დატყვევებული ამირან ჯანაშიას და ლექსო რაფავას შვილები ვნახე
დიმიტრი და ნიკოლოზ ჯანაშიები და მარიამ რაფავა
ლექსოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შვილისა და მეუღლის თანდასწრებით ავტომატი და
2 ხელყუმბარა ჩაუდეს
ამირანს კი არჩევნებამდე 1 დღით ადრე ‘მაკაროვი’ ჩაუდეს
დიმიტრი, ნიკოლოზი და მარიამი მოუთმენლად ელოდებიან უკანონო პატიმრობაში მყოფი მამების შინ დაბრუნებას და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
ლექსოს და ამირანს ვულოცავ შობა-ახალ წელს",- წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა.
ამავე თემაზე:
სამეგრელოში დაკავებულ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა