მე ვმოქმედებდი არც გამოძიების, არც სამხარაულის, არც ტვ პირველის, ჩემი მორალის ინტერესებში - გეჯაძე ლაშქარავას საქმეზე

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში, დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედა და ის ექსპერტიზის დასკვნაზე "ტვ პირველს" მანამდე ვერ შეატყობინებდა, სანამ გამოძიება მას არ გაასაჯაროებდა.

ეს გამოიწვევდა ალბათ გარკვეულ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციას გამოძიებასთან ტელევიზიის, იტყოდნენ, რომ ექსპერტიზა... მე მოვიქეცი კანონის ფარგლებში. მე ვმოქმედებდი არც გამოძიების, არც სამხარაულის, არც ტვ პირველის, არამედ ჩემი მორალის, პროფესიონალიზმის, კანონიერ ინტერესებში", - თქვა გეჯაძემ პრესკონფერენციაზე

გეჯაძე ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება "ჰეროინით" ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

"TV პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ექსპერტი მათ დაიქირავეს, შესაბამისად აქვთ ეჭვი, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასწრაფოდ შეთხზეს მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიას დაამატა.

ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მედიით ისე გასაჯაროვდა, რომ არც ლექსო ლაშქარავას ოჯახს და არც მის ადვოკატებს არაფერი აცნობეს. სამხარაული ამტკიცებს, რომ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალება ნარკოტიკმა გამოიწვია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი