გენერალ სოლეიმანის მკვლელობისთვის ირანმა ამერიკელებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ირანმა, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის, ათობით ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა სამხედრო პირია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შავ სიაში 51 ამერიკელი მოხვდა, რომლებსაც ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და "ტერორისტულ საქმიანობაში" ედებათ.

3 იანვარს, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰამ რაისმა, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან 2 წლისთავზე თქვა, რომ მუსლიმები შურს იძიებენ, თუ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ მომპეოს, სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ.

გენერალი ყასემ სოლეიმანი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. მისმა მკვლელობამ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი