"გერმანია აღშფოთებულია რუსეთის მიერ ძებნილი გმირი გენერლის დაკავებით" - ბრიტანული გამოცემის ინტერვიუ გიგი კალანდაძესთან

გამოქვეყნდა:

ბრიტანული გამოცემა გენერალ გიგი კალანდაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. express.co.uk/news-ის ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა თბილისმა გერმანიას გიგი კალანდაძის ხელმეორედ დაკავების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სატელევიზიო ინტერვიუში რუსეთ საქართველოს ომის მონაწილემ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსული გავლენების გატარების გამო საჯაროდ გააკრიტიკა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გენერლის საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. ევროკავშირმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ერთხელ უკვე უარყო, როდესაც დადასტურდა, რომ კალანდაძის წინააღმდეგ წარმოებული საქმის მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. თუმცა გერმანიამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და გიგი კალანდაძე დააკავა.  

ბოლო დაუსაბუთებელი და მისი მადისკრედიტირებელი ბრალდება კი 2009-2011 წლებში თბილისში ამერიკის საელჩოს აფეთქების მცდელობის საქმეს და ბრალდებულის წამების საკითხს უკავშირდება.  

გიგი კალანდაძე ერთადერთი ქართველი ძალოვანი არ არის, რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული. ამის ნათელი მაგალითია ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაც. ზელიმხან ხანგოშვილის დაცვაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, საცხოვრებლად გერმანიაში გადასულიყო, სადაც ის მოკლეს.  

გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მწვანეთა პარტიის წევრია და მხარს უჭერს ყველას ვინც „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს წინააღმდეგია, გერმანიის კანცლერი კი პირიქით, მოსკოვთან რბილ მიდგომას  ემხრობა.  

2012 წლის არჩევნებში რუსული გავლენების ქვეშ მყოფი  „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, გიგი კალანდაძე იძულებული გახადა უკრაინაში გამგზავრებული იყო, სადაც ის რუსეთის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში უკრაინის ჯარებს ხელმძღვანელობდა. გიგი კალანდაძე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრი და ახლო მეგობარია, სააკაშვილის, რომელსაც პუტინი პირად მტრად აღიარებს "- ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, გიგი კალანდაძე პატიმრობიდან 6 იანვარს გაათავისუფლეს. ის გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს. საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა.

იხილეთ ასევე:

გიგი კალანდაძე დაკავების დეტალებს "მთავართან" იხსენებს - გენერლის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი