ხეზე მიბმული ცხედარი მუხროვანში - გარდაცვლილს დაზიანებები აქვს, თუმცა სისხლის კვალი არ ჩანს

გამოქვეყნდა:

გამთენიისას, 35 წლის მამაკაცის ცხედარი სხეულზე მრავლობითი დაზიანებით მუხროვანში, დაუსახლებელ პუნქტში ადგილობრივებმა იპოვეს. ბურუსით მოცულ შემთხვევასთან დაკავშირებით თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ მამაკაცმა  სავარაუდოდ თავი მოიკლა, სხვები - მკვლელობის ვერსიას ემხრობიან.  

ადგილობრივები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი არა სოფელ მუხროვანში, არამედ სხვაგან მოკლეს და ცხედრის გადამალვის მიზნით გვამი დაუსახლებელ პუნქტში, ხეზე მიაბეს.

ამ ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს, სისხლის კვალი კი  არ ჩანს.

მომხდარს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილება იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არ არის გამორიცხული, თვითმკვლელობის მუხლით მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მუხროვანის ტყიდან ექსპერტიზის ბიუროში დღის ბოლოს გადაასვენეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი