
რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) საშუალებით, ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას აგრძელებს – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ОДКБ -ს სამშვიდობო ძალების რუსული სამშვიდობო კონტინგენტიდან გრძელდება ივანოვსკის საჰაერო სადესანტო ძალებისა და 45-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა.
რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ქვედანაყოფებმა, რომლებიც ადრე ჩავიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, აეროდრომების და ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად"- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება: მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონიერი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციასა და მის სამართლებრივ ველზე დაბრუნებაში.
იხილეთ ასევე: