ჩოგბურთის ვარსკვლავმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო - მოსამართლემ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ ჰქონდა, გააუქმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და ყველა ხარჯი აუნაზღაურონ. იმიგრაციის მინისტრს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ 4 საათი ჰქონდა, რომ ჯოკოვიჩის ვიზა გაეუქმებინა, თუმცა დრო გავიდა უწყებას ასეთი გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

მიუხედავად ამისა, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრს, ალექს ჰუკს კვლავ შეუძლია საქმეში ჩაერიოს და ხელახლა გაუუქმოს ჯოკოვიჩს ვიზა. 

ჯერ არ გავრცელებულა ზუსტი ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროისთვის ნომერ პირველი ჩოგანი.

ადვოკატებმა მანამდე განაცხადეს, რომ ჯოკოვიჩს 16 დეკემბერს კორონავირუსის ინფექცია ჰქონდა. მათი განცხადებით, ვაქცინაზე გამონაკლისი მან სწორედ ამის გამო მიიღო. ჩოგბურთელს ავტრალიაში შესვლაზე უარი ამ კვირაში უთხრეს, როცა ის მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა საზღვარზე ვერც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერც გამონაკლისის შესახებ საბუთი ვერ წარადგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი