ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს - ნომერ პირველ ჩოგანს ქვეყნიდან აძევებენ

გამოქვეყნდა:

ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან აძევებენ. ის რამდენიმე საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, შემდეგ კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენი არ აკმაყოფილებდა ქვეყანაში შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. 

სპორტსმენი საკნდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ავსტრალიაში პროტესტი და კრიტიკა დაიწყო იმის გამო, რომ ის ვაქცინირებული არაა და ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევდნენ. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა.

ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა ორჯერ აცრის ან სამედიცინო გამონაკლისის მტკიცებულება, როდესაც ის ჩაფრინდა დუბაიდან ავსტრალიაში, თქვა პრემიერმინისტრმა. წესების შესაბამისად კი მას ქვეყანა უნდა დაატოვებინონ.

"წესები წესებია და არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები" - თქვა პრემიერმა.

ჯოკოვიჩმა უარი თქვა ვაქცინის სტატუსის საჯაროდ გამჟღავნებაზე, მაგრამ მანამდე მას ნათქვამი აქვს, რომ ვაქცინაციის მომხრე არაა. ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი