მიმდინარე პერიოდის გამოწვევა ეკონომიკაში არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია. ამაზე ადრეც გვისაუბრია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან წინა პერიოდში ჩვენ არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, ყოველთვის 3-4%-ის იყო. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში...

განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია. FAO-ს მონაცემებით 27 პროცენტით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია. იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი მთლიანად მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე, შესაძლებელია ისევ პანდემიამდე ნიშნულზე დავიდეს. თუმცა, ჩვენ არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი