
ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წვრები სამარშრუტო ტაქსების ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მერთან შეხვედრას ითხოვენ. დეპუტატებს არჩილ ჩიქოვანი დღეს ადგილზე არ დახვდათ.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება დარეგულირდეს ქალაქში ტრანსპორტით მოძრაობის საკითხები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მართველ გუნდს არ აინტერესებს მოსახლეობისა და მძღოლების პრობლემები.
მგზავრობის ტარიფებს ბათუმის საკრებულო ადგენს, თუმცა ორჯერ ჩანიშნული სხდომა "ქართული ოცნების" დეპუტატების არ მისვლის გამო ჩაიშალა.
ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.