პოლიციელის ცემა საგარეჯოში | სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

პოლიციელის ცემის ფაქტზე, სიღნაღის რაიონულ სასამართლომ ორივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პოლიციელის ცემაში ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე აღიარებს, რომ პოლიციელი მინის ბოთლით ცემა, ამის შემდეგ კი ფიზიკურად სხვა პოლიციელებსაც გაუსწორდა.

ბრალდებულთა უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდეგი სასამართლო პროცესი 15 თებერვალსაა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, 7 იანვარს საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მიზეზი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბში პოლიციელები ჩაერივნენ - სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა. ნაცემია პოლიციელი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. მას ადგილობრივმა თავში ბოთლი ჩაარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი