მიხეილ სააკაშვილი ექიმების გარეშე | ბრეგაძის უწყებას მესამე პრეზიდენტი იზოლაციაში ჰყავს მოქცეული

გამოქვეყნდა:

უკვე 10 დღეზე მეტია, რაც პენიტენციურ სისტემას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იზოლაციაში ჰყავს მოქცეული და ციხის საკანში მედიკოსებს არ უშვებს. გასული წლის 30 დეკემებრის შემდეგ, ამ დრომდე უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ბრეგაძის უწყება საკანში შესვლაზე უარს პაციენტის პირად ექიმსაც კი ეუბნება. მედიკოსები შიშობენ, რომ ხანგრძლივი შიმშილობისა და არასრული რეაბილიტაციის ფონზე, ამ დროში მიხეილ სააკშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმებულიყო. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ასევე იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი