
10 დღეზე მეტია, მიხეილ სააკაშვილთან პირად ექიმსა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთადერთი ექიმი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგია. მან მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებოდ რჩება.
პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს, ის ფაქტს არც ადასტურებს არც უარყოფს.
"წერილობით მოგვმართეთ და პასუხს მიიღებთ, სატელეფონო ინტერვიუებს, რამდენჯერმე გითხარით, რომ არ გაძლევთ, მოიწერეთ, ჩვენ ავიღებთ თანხმობას პაციენტისგან და გაიცემა ის ინფორმაცია, რასაც იტყვის პაციენტი", - თქვა თამთა დემურიშვილმა.
რაც შეეხება "ვივამედის" ექიმს, ზურა ჩხაიძეს, ის ამბობს, რომ პაციენტზე ინფორმაციის მოსაპოვებლად პენიტენციურ სისტემას უნდა მივმართოთ - "მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თუ მიმართავთ პენიტენციურ სისტემას".
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
ამავე თემაზე: