ოზურგეთის ახლადარჩეული მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
არჩილ ყაზაიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.