ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ​კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, იზოლაციის წესები დაარღვია

გამოქვეყნდა:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ 16 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა იზოლაციის წესები დაარღვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ჯოკოვიჩი ამბობს, ვირუსის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

"ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არაა აცრილი, ავსტრალიაში შესვლისას პრობლემები შეექმნა, თუმცა ჩოგბურთელმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო - მოსამართლემ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ ჰქონდა, გააუქმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი