
მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს სიბრიყვეში ეჯიბრებიან - ასე ეხმაურება ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებას.
გუშინ, დღის ბოლოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. კობახიძის თქმით, იგი მზად არის გაააგრძელოს წითელი ნაჭრის ფუნქცია ოპოზიციისთვის, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას საზოგადოებამ მიუჩინოს ადგილი. ეს პასუხი კობახიძემ ეკა ბესელიას გასცა, რომელმაც თქვა, რომ კობახიძის საარჩევნო სიაში ყოფნა ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს.
კობახიძეს რაც შეეხება, ეგ ჩვენ ვიცით ყველამ, რომ თვითონ ივანიშვილმა მიამაგრა რაღაც ლამის როგორც პროტოკოლის რიგითი თანამშრომელი გავრილოვს და მერე როდესაც ქართველი ხალხი აღშფოთდა, ისევ ივანიშვილმავე განტევების ვაცივით გააგდო სამსახურიდან. როდესაც კამერას მიუშვერენ, მაშინ საჯაროდაც ამაზე ილაპარაკოს, მე მგონი ნამდვილად ჯობს, ვიდრე ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, რაც უფრო ბრიყვი იქნება ადამიანი, მით უფრო მოსწონს ივანიშვილს.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან სიბრიყვეში. ეცადა ჯეკპოტი მოეხსნა ბატონ კობახიძეს და მთელი სპექტრი სისულელეების ილაპარაკა, ხან ძროხას ადარებს ხან გოიმებს ადარებს, მაგრამ ჩემი ჯილა მაინც ღარიბაშვილი, ოცნებაში არის მაინც ბევრი არაჩვეულებრივი ბრიყვი, მაგრამ ეს ყველაზე წარჩინებული ბრიყვია, - ამბობს გიგი უგულავა.
პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა გუშინ დილიდან ჯერ კიდევ პრემრიმა დაიწყო, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს კელი დეგანანის განცხადებების შინაარსის გაგება დაუწუნა და ტოქსიკური ძალა უწოდა. თუმცა მთავრობის თავჯმდომარის განცხადება დღის ბოლოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაფარა.