5 ივლისის ხელშემწყობი ის ძალები იყო, რომლებიც ენმ-სთანაა დაკავშირებული - ტალიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატ, თამარ ტალიაშვილის აზრით, 5 ივლისის ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმების უკან ის ძალები დგანან, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულები.

ამ თემაზე კომენტარი მან  HUMAN RIGHTS WATCH-ის 2021 წლის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

"რეალურად, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ხელოვნურად შექმნილი პოლარიზება იყო საფუძველი მთელი რიგი, მე ვიტყოდი მართლაც არა ერთი მძიმე ვითარებისა. ბუნებრივია, ის თავდასხმები ჟურნალისტებზე, რომელიც განხორციელდა და ის არეულობა რომელიც მოხდა, და რომლის მათ შორის, ცალსახად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო ის ძალები, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან", - თქვა თამარ ტალიაშვილმა. 

ცნობისთვის, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 5 ივლისის ძალადობა სწორედ სახელმწიფომ წაახალისა, რადგან არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი