ბრიტანეთი საქმის კურსში ჩააყენა, რომ იდევნება სუს-ის კრებსების გამო - დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, მეუფე ზენონის დასჯა პატრიარქს სურდა

გამოქვეყნდა:

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მეუფე ზენონმა დიდ ბრიტანეთს პოლიტიკური თავშესაფარი ნამდვილად სთხოვა. დეკანოზი რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოშიც აქვს. 

ილია ჭიღლაძის თქმით, მეუფე ზენონსა და ილია მეორეს შორის განხეთქილება იყო.

"ფაქტობრივად ირიბად აღიარა, პირდაპირ ესე არ თქვა, მაგრამ ირიბი აღიარება გამოვიდა. ეს არის პირადი საკითხი, მისი უფლებაა პიროვნება აღიარებს თუ არა. აქ ბევრად უფრო სამწუხარო და ტრაგიკული არის ის რეალობა, კონტექტი, რაშიც ამ წუთას მთავარეპისკოპოსი ზენონი და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება კრებსების გამოქვეყნების შემდგომ.

ბრიტანეთის სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, რომ იდევნება ამ კრებსების საშუალებით, პირდაპირ სუს-ის კრებსებთანაა კავშირში. თუმცა მანამდეც, სანამ ეს გამოქვეყნდებოდა, წინა თვეებშიც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ დიდწილად ამ შიშების გამოა. მე გითხარით, რომ თებერვლის სინოდზე, ერთი წლის უკან, ილია მეორემ პირდაპირ გააჟღერა, რომ აპირებდა მის დასჯას", - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

მეუფე ზენონმა "მთავარ არხთან" საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ამ დროისთვისაც ლონდონშია და არ იცის როდის დაბრუნდება საქართველოში. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი