ჩემი პოზიცია იქნება უფლებამოსილების არშეწყვეტა, თუმცა გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი ვიქნები - წილოსანი ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას პირადად მხარს არ დაუჭერდა, თუმცა ის გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი იქნება. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი.

"ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან მიმართვაში ჩვენ გუნდში ჯერ მკაფიო პოზიცია არ გვაქვს დაფიქსირებული.

მე, უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ნებისმიერი ჩემი კოლეგაც, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. ჯერ უცნობია როდის იმსჯელებს ამ თემაზე პარლამენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი