პარლამენტმა შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა IPN-თან განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

"როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა",-თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნიბისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება, 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გაამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. 

ამასთან, ბრალდებულებს შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა გაუუქმდათ. პროკურატურა კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი