საკადრო წმენდა გორის ჰოსპიტალში | რატომ გაათავისუფლეს მალხაზ ურთმელიძე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით წმენდა მიმდინარეობს. ოპოზიციის ინფორმაციით, სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველას, ვინც სამკურნალოდ გადაყვანილი მესამე პრეზიდენტის მიმართ სიმპატიას ამჟღავნებდა.

ათეულობით დასაქმებულთან ერთად პოსტი დაატოვებინეს სამედიცინო დაწესებულების დირექტორს. არსებული ინფორმაციით, მალხაზ ურთმელიძეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე ექიმების მიერ გამოჩენილი ყურადღება და საკნად გადაკეთებულ პალატაში მირთმეული ტორტი არ აპატიეს. თავად მალხაზ ურთმელიძე თანამდებობიდან გათავისუფლებას ჯერ არ ადასტურებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი