ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო, მას ავსტრალიიდან გააძევებენ

გამოქვეყნდა:

ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო. ის ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. სასამართლოს აზრით, სპორტსმენის გადაწყვეტილება, რომ ის არ აიცრებოდა საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯოკოვიჩის იმედებს, რომ ის ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებდა უსაფუძვლოს ხდის.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ სასაამრთლოს გადაწყვეტილებით" - აღნიშნა ნომერ პირველმა ჩოგანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არაა აცრილი, ავსტრალიაში შესვლისას პრობლემები შეექმნა. 6 იანვარს ის ქვეყანაში არ შეუშვეს. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა ამბობდა, რომ მას 16 დეკემბერს კორონავირუსის ინფექცია ჰქონდა. მათი განცხადებით, ვაქცინაზე გამონაკლისი მან სწორედ ამის გამო მიიღო. სპორტსმენმა მესაზღვრეების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და დავა მოიგო. თუმცა 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰავკმა ჯოკოვიჩს ვიზა მას ხელმეორედ გაუუქმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი