ეს არ არის უბრალოდ განცხადება, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სალომე სამადაშვილი კონგრესმენების ანგარიშს ეხმაურება, სადაც ისინი კიდევ ერთხელ, ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციების თავიდან არიდება სურს, მაშინ მან 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს და საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩაატაროს.
ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს - ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს არის პირველ რიგში, რვა მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობო მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ–ის კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს, - ამბობს სამადაშვილი.
ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით საუბარი აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.