ივანიშვილი, კრემლის დავალებით, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს - კონგრესმენები

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ამის შესახებ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ. 

სანქციები საკმარისად არ არის მიმართული პუტინის იმ უცხოელი ხელქვეითების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ოლიგარქების შესახებ ანგარიში დაეხმარებოდა კონგრესს, განესაზღვრა სამომავლო სანქციების აუცილებლობა და გადააფიქრებინებდა ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან თანამშრომლობას, -  წერენ კონგრესმენები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი