მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ რეორგანიზაციას - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემი შეფასებით არის უცვლელი და არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი - ასეთი განცხადება გააკეთა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, ისევ პრობლემაა მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და ექიმთა ჯგუფის შესვლა. ამჟამად მესამე პრეზიდენტთან მისი პოლიტიკური თანაგუნდელი, ეკა ხერხეულიძე იმყოფება.

მესამე პრეზიდენტის განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ის მიესალმება ენმ-ში დაწყებულ რეორგანიზაციას.

"მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ რეორგანიზაციას, პარტიის განახლებულ ბრძოლას კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ" - განაცხადა თუთბერიძემ.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი